ბაქოში ამერიკელი დიპლომატის ავტომობილს ტყვია მოხვდა
- მსოფლიო
- 22.04.2016
- 15:12
ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოადგილის მანქანას ტყვია მოხვდა.
”აშშ-ის ელჩის მოადგილის დერიკ ჰოგანის ავტომობილს ბრმა ტყვია მოხვდა. ყველაფერი კონფლიქტის გამო მოხდა, რომელიც იმ ადგილის ახლოს განვითარდა, სადაც დიპლომატის ავტომობილი იყო პარკირებული”, - განუცხადეს ჟურნალისტებს ამერიკის საელჩოში.
ინციდენტის დროს ჰოგანი ავტომობილში არ იმყოფებოდა და საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200