ეკა ბესელია: ამერიკელი კონგრესმენის მოთხოვნა არასერიოზული და არარეალურია
- პოლიტიკა
- 22.04.2016
- 15:51
ამერიკელი კონგრესმენის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშების გაყინვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია არასერიოზულს და არარეალურს უწოდებს.
„განცხადების შინაარსი იმდენად არ არის სერიოზული და არარეალურია, მოთხოვნაც ძალიან არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი დღეს სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს. ასეთი მოთხოვნა და შეფასება სრულიად არარეალურია, არის შეუსაბამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას მოითხოვს. რასელმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პუტინის მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ ის ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200