png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი “MEDIAFON”-ი გახდა

  • ეკონომიკა
  • 22.04.2016
  • 16:16
სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი “MEDIAFON”-ი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „Mediafon Datapro” და შპს “Mediafon”–ი, ერთობლივად მოქმედი როგორც “MEDIAFON”-ი, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა.

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება ძალაში მისი (დოკუმენტის) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და “MEDIAFON”-ს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომდევნო ხუთი წლის განამვლობაში საქართველოში სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებას, წლიური საფასურით 274 899 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს გარეშე), “MEDIAFON”-ი გაუწევს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა: “MEDIAFON”-ი, შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და შპს „პორტაბელურობა - ჯი“. თერთმეტკაციანმა საკონკურსო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად “MEDIAFON”-ი შეარჩია. საკონკურსო საბჭო დაკომპლექტებული იყო კომისიის აპარატში დასაქმებული ხუთი პირით, ხუთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის - შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“, სს „სილქნეტის“, შპს „ახალი ქსელების“ - წარმომადგენლებით და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტით.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურება სულ ცოტა ორ ქვეყანაში აქვს დანერგილი, მომსახურების საფასური არ აღემატება 500 000 ევროს და პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია მოქმედი ოპერატორების სისტემებთან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge