png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს

  • ეკონომიკა
  • 23.04.2016
  • 13:09
HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს

ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ბიზნესოპერატორებისთვის  ტრენინგი ჩატარდა.  სასწავლო პროგრამა  სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“   (REAP) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია სასაკლაოებში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის დანერგვა, რაც შიდა საწარმოო პროცესის კონტროლს და ბიზნესის რისკების შემცირებას გულისხმობს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა სასაკლაოებისთვის. ამ მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი მიმდინარე წლის მარტში  გაფორმდა.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.

HACCP-ის სისტემის გამოყენება ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და განაპირობებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge