png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

IYIPO-ზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს

  • სამართალი
  • 24.04.2016
  • 13:32
IYIPO-ზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს

თბილისში,  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. წელს პროექტში 400-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს.

ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამართულ გამოფენაზე, 150 სხვადასხვა პროექტი და სტენდი იქნა წარმოდგენილი თბილისი მოლში.პროფესორ-მეცნიერებისგანდაკომპლექტებულიჟიურიდეტალურადეცნობოდა გამოფენილე ექსპოზიციებს,ახალგაზრდებისგამოგონებებსდაკვლევისშედეგებს. ჟიურისთან ერთადდამთვალიერებელებსაცჰქონდათსაშუალებაგაცნობოდნენთითეულიქვეყნისკუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს. საინტერესო და შთამბეჭდავი ნოვატორული გამოგონებების გარდა უცხოელი სტუმრები დამთვალიერებლებს საკუთარ ქვეყანასაც აცნობდნენ.

წარმოდგენილი 150ნამუშევრიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული პროექტები გამოვლინა, რომლებსაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ. ფავორიტიგუნდები დააჯილდოვა პროექტის მხარდამჭერმა ქალაქ თბილისის მერიამ. რჩეულ ქართულ გუნდებს ოქროს მედლებთან ერთად კომპიუტერებიც გადაეცათ. ასევე საკუთარი რჩეული პროექტები დაასახელა თბილისი მოლმაც.დაჯილდოვებაზე ტრადიციულად საქპატენტის ფავორიტი გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებიც ასევე ფასიანი პრიზებით დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა. წელს ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული პროექტები შესთავაზეს დამთვალიერებლებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და-ძმა ხუციშვილების ნაშრომმა (ახალციხე), კოსტა და გიორგი ბუთბაიებმა, ასევე ტყუპმა ძმებმა ჯაჭკაჭიშვილებმა, ბათუმელმა ახალგაზრდებმა ბასო შარაშიძემ და ცოტნე შოთაძემ, რომლებმაც ინოვაციური ჯოხის მოდელი შექმნეს უსინათლოებისთვის.

საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge