png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებით, შეიძენს მეგობრებს რეგიონში

  • პოლიტიკა
  • 25.04.2016
  • 13:11
 გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებით, შეიძენს მეგობრებს რეგიონში

რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ რადიო RFI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში. ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით შეასრულა. მისი თქმით, შენგენის სივრცეში ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქათველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.
როგორც რადიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ალბათ, ევროკავშირის  წევრობაზე, უფრო დიდი მიზანი საქართველოსთვის არის  გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ნაწილი.
RFI-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე, როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.

ფრანგული რადიო სხვა თემებითაც დაინტერესდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობია, მან ის მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი“ გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე, გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge