png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიგლა აგულაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

  • საზოგადოება
  • 27.04.2016
  • 11:41
 გიგლა აგულაშვილმა  აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გიგლა აგულაშვილმა  აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა, სადაც გაეროს შტაბ-ბინაში პარიზის შეთანხმების ხელმოწერის მაღალი დონის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.  ხელშეკრულებას 170-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი,  რომლის მიზანია  საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზაცია გლობალური დათბობის შესაჩერებლად.

პარიზის შეთანხმების მიღებით, მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა გაერთიანდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ურთიერთთანადგომით შეაჩეროს გლობალური დათბობა. პარიზის შეთანხმების თანახმად, მოსალოდნელია, რომ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გაეწიოს უწყვეტი და გაძლიერებული საერთაშორისო დახმარება როგორც სათბურის გაზების შემცირების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ეკოსისტემებისა და ეკონომიკის დარგების საადაპტაციო ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. აგრეთვე, იგეგმება ახალი საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლიც კერძო სექტორის დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიაზე გადასვლას წაახალისებს. აღსანიშნავია, ტექნოლოგიათა გადაცემის შესაძლებლობა, რომელიც პარიზის შეთანხმებით კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და ხელმისაწვდომი გახდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

საქართველოს სათბურის გაზების გაფრქვევების წილი 2014 წელს 1990 წელთან შედარებით 66%-ით ნაკლები იყო (2014 წელს შეადგენდა 16 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს (CO2). ეკონომიკურ განვითარებას, შესაძლებელია მთელ რიგ დარგებში თან ახლდეს სათბურის გაზების გაფრქვევების  ზრდა.  იმისათვის, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისი ღონისძიებები დღეს უნდა გატარდეს. მალე დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის მომზადება. მზადების პროცესშია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. საქართველოს 13 მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას “მერების შეთანხმება” და ნებაყოფლობით აიღო სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება. აღნიშნული გეგმებისა და პროგრამების განხორციელება საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების მიზნის მიღწევაში.

საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა თავისი ხედვა და გასულ წელს პარიზის მხარეთა  კონფერენციამდე შეიმუშავა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტი“ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანის თაობაზე. ამ ნაბიჯით საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა  ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში, ქვეყნის ეკონომიკა გარდაქმნას დაბალნახშირბადიან ეკონომიკად  და შეძლოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge