საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
- საზოგადოება
- 27.04.2016
- 12:49
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია.
ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები. სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200