png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გორავ ჩოპრა საცოლეს საქართველოში ეძებს

  • ეს საინტერესოა
  • 27.04.2016
  • 16:17
გორავ ჩოპრა საცოლეს საქართველოში ეძებს
ინდოელი მსახიობი გორავ ჩოპრა საცოლეს საქართველოში ეძებს. მსახიობი, რომელიც ქართველ მაყურებელში სერიალ "ორი ბედით" გახდა პოპულარული საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებულია, რასაც სხვადასხვა ინტერვიუში აფიქსირებს. გორავი 37 წლისაა და დაქორწინებული ჯერ არ ყოფილა. 
 
მსახიობმა "ფანთაიმთან" იდეალური ქალი ასე აღწერა: „ჩემთვის იდეალურია ქალი, რომელშიც თანამედროვეობა და ტრადიციებისადმი პატივისცემაა შერწყმული. მას მორალური ღირებულებები უნდა ჰქონდეს და, სასურველია, ლოყები ეჭყლიტებოდეს (იღიმის). თუ საქართველოში ვიპოვი ადამიანს, რომელიც ღირსეულ ცოლობას გამიწევს, აუცილებლად დავოჯახდები“.
 
გორავ ჩოპრა იმასაც ჰყვება, თუ როგორ მოხვდა საქართველოში. 
 
„ქართველი გულშემატკივრები Facebook-სა და Twitter-ზე მწერდნენ, მთხოვდნენ, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მოგვიანებით მედიაც დამიკავშირდა და ინტერვიუზე დავთანხმდი. ოთხი დაუვიწყარი დღე გავატარე ამ ქვეყანაში. ყველაფერი მომეწონა: ხალხი, ბუნება, კერძები, ღვინო, ტრადიციები, ქალაქები და სოფლები... ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს საქართველოში ადრეც ვყოფილვარ და ყოველივე ეს მშობლიური იყო ჩემთვის. ქართველებთან უხილავი ძაფები მაკავშირებს. წინა ცხოვრებაში, ალბათ, ქართველი ვიყავი.
ინდოეთში დაბრუნების შემდეგ საქართველო იმ შეყვარებულივით მენატრებოდა, რომელიც შორს ცხოვრობს და მასთან ერთად გატარებული 4 დღე არ მეყო. მალევე დამირეკეს და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრობა შემომთავაზეს. ვორჭოფობდი, არ მიყვარს ხალხის შეფასება, მაგრამ, როცა კონკურსანტობა მთხოვეს, სიამოვნებით დავთანხმდი. და იცით, რატომ? მინდოდა, კიდევ ერთხელ მეგრძნო ქართველების გულწრფელი სიყვარული. უმნიშვნელოვანესი პროექტები გვერდზე გადავდე და თბილისში ჩამოვფრინდი. საქართველო ხელგაშლილი შეყვარებულივით დამხვდა“, აცხადებს მსახიობი.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge