png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 28.04.2016
  • 11:25
"ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

სს "ელიტ ელექტრონიქსი"  წარმოდგენილ კომპანიებს შორის 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. 
Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ 2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეთერთმეტე  ცერემონიაზე 200-მდე ექსპერტის შეფასებით სს "ელიტ ელექტრონიქსი" ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" - რჩეულ ბრენდად დასახელდა.
კომპანიისთვის 2015 წელი წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით.

„საერთო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2015  წელი საკმაოდ კარგად დახურა. ამავე  წელს გავაფორმეთ ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კონტრაქტები. “ელიტ ელექტრონიქსი” გახდა “Samsung”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე, რაც ჩვენი კომპანიის გამორჩეული წარმატებაა.  აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ ექსკლუზიურ კონტრაქტს იაპონურ  კომპანია „Hitachi“-სთან, რითაც „ელიტ ელექტრონიქსი“ გახდა აღნიშნული ბრენდის  ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ამავდროულად, „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ  მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი, როგორებიც არიან: Bosch, Siemens და Gorenje. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში.

ასევე,  2015 წლის მაისში გავხსენით ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქავთარაძის #1-ში. ამ მაღაზიაში ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი.  

ჩვენი კომპანიის წარმატებას პირველ რიგში განაპირობებს სწორი მენეჯმენტი, რადგან სწორედ ეს გუნდი  ქმნის კომპანიას. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მომწოდებლებსა და პარტნიორებს. ჩვენი გუნდი ყველა მომწოდებელთან და პარტნიორთან ერთად ქმნის იმ კომფორტს, რასაც შემდგომ მომხმარებლებს ვთავაზობთ. ეს არის დახვეწილი ინტერიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, მსოფლიო დონის ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე, როგორც კონსულტაციის პროცესში ასევე რეალიზაციის შემდგომ სერვისებში.  2015 წლის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლდათ კომპანია „ელიტ სერვისი“-ს შექმნა, რომელიც ჩვენს მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და „ელიტ ელექტორონიქსის“ მომხმარებლებს  ტექნიკურ დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე, „ელიტ სერვისი“-ს 7 ობიექტი ფუნქციონირებს, 2017-2018 წლებში კი იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სერვისს საქართველოს ყველა კუთხეში  შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. რეგიონებში სერვის ცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდსა და თელავში, ასევე წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია Bosch-ის, Siemens-ისა და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მიერ.“ - აცხადებს ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი, ლადო ჯობავა.

"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და  როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის  უპირობო ლიდერია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge