png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმისა და ნიკოლაევის პორტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 28.04.2016
  • 13:03
ბათუმისა და ნიკოლაევის პორტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს ფორუმის „ნიკოლაევი-ბათუმი 2016" ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბათუმის პორტსა და ნიკოლაევის პორტს „ნიკა-ტერას" შორის სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. "თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ტვირთნაკადების პოპულარიზაცია იქნება. ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია. მხარეები ორ პორტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს სწავლობენ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაიზარდოს. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიური გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ უკვე მიგვიწვია სტუმრად" - განაცხადა „ნიკა-ტერას" წარმომადგენელმა ალექსანდრ გაიდუმ.

"ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას ამყარებს, არამედ ახალი ბიზნეს-კონტაქტების შეძენას უწყობს ხელს კონკრეტულ რეგიონებსა და ბიზნესმენებს შორის. „ნიკა-ტერა" ძალიან საინტერესეო კომპანიაა. ის თანამედროვე ტერმინალს წარმოადგენს," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის დელეგაციამ არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით საზღვაო ტერმინალი „ნიკა-ტერა" მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნო, ასევე მოინახულა რეგიონიოს უდიდესი საინვესტიციო პროექტები.

"ნიკა-ტერა" საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი პროგრესული კომპანიაა. კერძო პორტი უკეთ მუშაობს, უკეთ იმართება და ინფრასტრუქტურაც უკეთ არის განვითარებული, ბიზნეს-პროცესები გამარტივებულია. კერძო პორტი ასევე მეტადაა ორიენტირებული კლიენტზე. ვფიქრობ, რომ უკრაინაში სახელმწიფო პორტების პრივატიზება ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან „ნიკა-ტერას" მსგავსი კომპანიები მზად არის მოიზიდოს გრძელვადიანი რესურსები, განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები და პროგრამები" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

"ქვეყანაში პორტის ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მაქსიმალური კონკურენციაა საჭირო და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩართულობა. ასე განვითარდა სინგაპურისა და როტერდამის პორტები. ბათუმის პორტი ძალიან წარმატებულად იზიდავს ახალ კლიენტებს" - განაცხადა ალექსანდრ გაიდუმ. აღსანიშნავია, რომ „ნიკა-ტერა"Group DF-ის შვილობილი კომპანიაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge