მერილ სტრიპი რასიზმში დაადანაშაულეს
- მსოფლიო
- 06.10.2015
- 14:11
მერილ სტრიპი რასიზმში დაადანაშაულეს. ამერიკელი მსახიობი ფოტოსესიისთვის გააკრიტიკეს, რომელიც ფილმ ”სუფრაჟისტს” ეძღვნებოდა. ჟურნალ Time Out-ში გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში მსახიობს აცვია მაისური წარწერით, ”მე ვიქნები უფრო მეამბოხე, ვიდრე მონა”. ამ ფრაზისთვის სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მსახიობი რასობრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს.
როგორც The Guardian-ი იტყობინება, ინტერნეტმომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფატქს, რომ აშშ-ის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის ეს სიტყვები იწვევს მონობისა და კონფედერაციის ეპოქის ასოციაციას.
ბრიტანული ფილმი ”სუფრაჟისტი” ეძღვნება ქალთა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის წევრებიც მე-19 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში საარჩევნო უფლების მოპოვებას ცდილობდნენ. ფრაზას ”მე ვიქნები უფრო მეამბოხე, ვიდრე მონა” მერილ სტრიპის გმირი წარმოთქვამს. ფილმი დიდ ბრიტანეთში 12 ოქტომბერს გამოვა.