png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • პოლიტიკა
  • 29.04.2016
  • 11:18
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურისშესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

მედიასთან შეხვედრისას კახა კოჟორიძემ ასევე იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პარლამენტში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით :

"დღეს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებებით  ხდება 2017 წლის პირველ მარტამდეგადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის პირველ მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე პირისკონკურენციის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონოდა. საქართველოს პრეზიდეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა გვსურსრამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადისგადაწევა. უშუალოდ ეს კანონპროექტი რამდენჯერმე იქნა გადადებული. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტსგადაწყვეტილების მიღება უწევს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტიცაიტნოტში აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 10 დღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებითგადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიგვეღო", - განაცხადა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით,  ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როცა რაიმე ექსტრაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კახა კოჟორიძის  თქმით, მიუხედავადზემოაღნიშნულისა, გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერს ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებსდა მისი მუშაობის შეფერხება არ სურს.

"თუმცა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უნდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა დაკანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის სრულად გამოყენების საშუალება. ასეთი დაპირება პარლამენტისთავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის რეჟიმში არ აღმოჩნდებოდა, თუმცა ასეთი გარემოება კვლავ განმეორდა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge