png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძის შეხვედრები და კრებულის “საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია შვედეთში

  • პოლიტიკა
  • 29.04.2016
  • 11:25
დავით ბაქრაძის შეხვედრები და კრებულის “საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია შვედეთში

27-28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ  ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან და შვედეთის სამეფოს  იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან.

შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით;

დადებითად შეფასდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო და დაფიქსირებული პროგრესი. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა  შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ურბან ალინთან და მრგვალი მაგიდის ფორმატში საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებსაც ესაუბრა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მოახლოვებული არჩევნებისათვის  მზადების პროცესი განიხილეს; საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს.

შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დაადასტურეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პრეცესში ხელშეწყობის თაობაზე. „შვედეთი საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან რეფორმებს, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით.შვედეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და სრულად ესმის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.საუბარი ვიზიტის დროს  შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს რეგიონს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს ახალი რეფორმების გზით მოსახლეობას.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

27 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე შვედეთის  თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტკვისტს შეხვდა. სამუშაო ლანჩზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც.

შეხვედრები, ასევე, გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან ულრიკა მოდერთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს მირია პეტერსონთან.

აღინიშნა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს დახმარების მნიშვნელობა ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში, კერძოდ, შვედეთის უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელებაში. ამ კუთხით, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ გაწეული დახმარებისთვის; ასევე, სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტების განსაზღვრისა და გაღრმავების იმედი გამოთქვა.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას შვედური მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შვედეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას.

28 აპრილს შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის პრეზენტაცია  შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები“ ფარგლებში ჩატარდა.

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს წარმატებული მაგალითის მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეების წინაშე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინა, რომელმაც  დეტალურად ისაუბრა ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, სტოკჰოლმში  აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.   საქართველოს შესახებ გამართული პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge