primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ნიკა მელია ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

  • პოლიტიკა
  • 03.05.2016
  • 12:51
 ნიკა მელია ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეწყვიტონ დანაშაულებრივი აუქციონი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვას ისახავს მიზნად.

„საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს 17:00 ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა!

როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად, მიიტაცა 4 ჰექტარი მიწისნაკვეთი, ისე რომ 1, 5 ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისადა თავად ივანიშვილისა! დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიროტიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობასაზრადაც კი არ მოსვლია!

კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველაპასუხისმგებელ პირს - დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებულიბატონებით - ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი !

თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს მილიარდელი კერძო პირის საკუთრება,თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის კულტურული,ისტორიული მემკვიდრეობის ტერიტორია ივანიშვილის კერძო ფაზენდა გახდეს!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქკტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი! კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრამხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვ/მ 21 ლარად, მაშინ როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმა მშენებლობის უფლების გარეშე კვ/მ შეიძინა 36 ლარად!

იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივინტერეს და მეტიც - მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაც გაერთიანდება ყველა - იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი,სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი!

საკითხი, რომელიც თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი მიუხედავად პროფესიისა დაპოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“- აცხადებს ნიკა მელია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge