png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საჯარო რეესტრი GEO CORS -ის სადგურების აღდგენაზე მუშაობს

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 11:14
საჯარო რეესტრი GEO CORS -ის სადგურების აღდგენაზე მუშაობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტის GEO CORS-ის ფარგლებში, GPS სადგურების ქსელის მონიტორინგსა და აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების შედეგად, ცაგერის რაიონში GPS სადგურის ფუნქციონირება აღდგა, ნინოწმინდაში კი ძველი სადგური სრულიად ახლით შეიცვალა, რამაც მთელი რეგიონიდან ზუსტი და საიმედო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღება უზრუნველყო.

საჯარო რეესტრი ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტს 2010 წლიდან ახორციელებს. CORS–ის სისტემის დახმარებით მიწის აზომვა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა და ხარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია.

ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური, მათ შორის 7 ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება, დაგეგმილია GPS სადგურების ქსელის შეფასება, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ქსელის გაფართოება და ახალი სადგურების დამატება მოხდება.

ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული და საკადასტრო სამუშაოების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.

დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულები არიან ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელით 2011 წლიდან უფასოდ სარგებლობენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge