png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი უკეთესი პროექტის წარმომდგენს საჩუქრად გადასცემს 39 ჰა მიწის ნაკვეთს

  • ეკონომიკა
  • 04.05.2016
  • 14:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი უკეთესი პროექტის წარმომდგენს საჩუქრად გადასცემს 39 ჰა მიწის ნაკვეთს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ  29 ჰა ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით ფონდის ხედვებისა და გეგმების პრეზენტაცია მოახდინა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მზად არის საჩუქრად გადასცეს საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ, საჯარო აუქციონის წესით მოპოვებული 29 ჰა მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე, თუ ამ შეთავაზებიდან ერთი თვის განმავლობაში სხვა იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი იქნება უკეთესი პროექტი, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის პირობების სრული დაცვით, რაც გულისხმობს, რომ:

1) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში გამარჯვებულმა განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20,000 კვ.მ. (აუქციონის შედეგად მოპოვებული მიწის ნაკვეთის 7%).

2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

3) ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება (ახალი ხე-ნარგავების შერგვა), ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

29 ჰექტარზე დამატებით, ფონდის მიერ გაჟღერებულ იდეაზე უკეთესი იდეის წარმომდგენ იურიდიულ პირს ასევე საჩუქრად გადაეცემა ზემოაღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 10 ჰა მიწის ნაკვეთიც.

შემოთავაზებით დაინტერესბეულმა იურიდიულმა პირებმა ფონდს უნდა წარუდგინონ სრულყოფილი წინადადება, შესაბამისი ფინანსური გათვლები და მათი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge