png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული“

  • კონტაქტი
  • 05.05.2016
  • 16:43
„როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას ARMY CARD-ის პროექტის შესახებ ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას უკვე 25 კომპანია გამოეხმაურა.

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ კომპანიების დასახელებას და დახმარებისთვის მადლობის თქმას. ეს არის, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელში ფასდაკლებები, ეს არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა. მთავარი ამოცანა ამ პროექტის არის ის რომ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ქვეყნის სამსახურში, როდესაც ის არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული. ამას მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გააკეთებს ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლო წარსულსა და აწმყოს შორის ის განსხვავებაა, რომ ბიზნესმენები პროექტში საკუთარი ინიციატივით ერთვებიან და სამთავრობო უწყებები მათ თანამშრომლობას არ აიძულებენ.

„მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრს, პრაქტიკულად არცერთ ბიზნესმენთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, ზუსტად იმ მძიმე გამოცდილებით, რომ თეორიულადაც კი არავის გასჩენოდა რამე ვალდებულების გრძნობა. ეს ვალდებულება ადამიანს ან აქვს, ან - არა. ამას ვერ გაუჩენ, ამას ვერავის დააძალებ. პირველივე დაძახილზე ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები, მომავალი კვირიდან ჩვენ ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით და მათ შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge