მოსკოვში რუსი ჟურნალისტი მოკლეს
- სამართალი
- 06.05.2016
- 10:09
მოსკოვში ”ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის” რედაქტორი ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 35 წლის ჟურნალისტის ცხედარი საკუთარ სახლში დედამისმა იპოვა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ რუბცოვი 3 მაისს დღისით მოკლეს. მისი ბინა გაქურდულია. ჟურნალისტს ზურგში დანით შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. გარდაცვლილის სხეულზე ცემის კვალიც აღინიშნება.
სამართალდამცვმა ორგანოებმა მკლველობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. Life-ის წყაროს ცნობით, მკვლელობის დღეს გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა მისი ახლო მეგობარი. სამართალდამცავები სავარაუდო მკვლელის ვინაობას არ ასახელებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200