9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
- საზოგადოება
- 06.05.2016
- 12:13
9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. 4 დღის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა. სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი.
გეგმიური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება.
აღნიშნული სამუშაოები, ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200