png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Royal Crown Cola- ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება

  • ეკონომიკა
  • 06.05.2016
  • 14:57
Royal Crown Cola- ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია  საქართველოში  გრძელდება

“დამზადებულია საქართველოში” - წარწერა კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ პროდუქტზე გაჩნდა. სასმელი, რომლის ჩამოსხმა ჯორჯიის შტატში 1905 წელს დაიწყო 111 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იწარმოება.

როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება. არსებობს მრავალი მიზეზი, იმისა რომ RC Cola - ს სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს  ხელმძღვანელი პირები  ესწრებოდნენ.

„Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და  თავისუფლება.  სწორედ  ეს თვისებები გამოარჩევს  Royal Crown Cola – ს  სხვა  გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია.  სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“ - გნაცხადა - Royal Crown Cola- ს  ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის  ვიცე პრეიზიდენტმა მოში კოჰენმა.

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის ბ-ნი ქრისტიან მურის განმარტებით RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა  ძალიან მნიშვნელოვანი და  სიმბოლური თარიღია „ 111 წლის  შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის  შტატიდან ჯორჯიაში, იგივე  საქარველოში შემოვიდა.   წარმატებას ვუსურვებ  ამ ახალ და  ძალზედ  საინტერესო  წამოწყებას საქარველოში „ - განაცხადა ქრისტიან  მურმა.

შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება   ამერიკის  შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში,  1905  წლიდან  დაიწყო. სწორედ  ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად  ჩამოყალიბება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge