png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2016 წელს EBRD საქართველოში დაახლოებით, 400 მლნ. ევროს ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

  • ეკონომიკა
  • 06.05.2016
  • 16:31
2016 წელს EBRD საქართველოში დაახლოებით, 400 მლნ. ევროს ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, EBRD-ში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტები და ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ თანამშრომლობასა და ნაყოფიერ პოლიტიკურ დიალოგზე.

ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბანკის როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც, აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბანკს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც 2015 წლის მაისში ბანკის წლიური შეხვედრის ადგილად შერჩეულ იქნა საქართველო. მინისტრის თქმით, მისასალმებელია ბანკის გადაწყვეტილება, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მთავრობის ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში.

„წელს, საქართველო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საიუბილეო თარიღებს აღნიშნავენ. 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და 25 წელი შესრულდა ჩვენი ბანკის დაფუძნებიდან. მოხარულები ვართ, რომ საქართველო ჩვენი დიდი ოჯახის წევრია. ამ წლების განმავლობაში ბანკი აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განხორციელდა. მიგვაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმების თვალსაზრისით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით. სწორედ ამიტომ, საქართველოში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ჩვენს საინვესტიციო პორტფელში. წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეკორდული, დაახლოებით, 400 მლნ. ევროს ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს ქვეყანაში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, საბანკო სექტორში, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასა და კერძო სექტორში. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას და იმედი გვაქვს, ჩვენ შორის წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის 24 წლის განმავლობაში, ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge