png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნანუკა ჟორჟოლიანი "როსტოს" და ლაშა კურტანიძის დაკავებას ეხმაურება

  • საზოგადოება
  • 07.05.2016
  • 10:41
ნანუკა ჟორჟოლიანი "როსტოს" და ლაშა კურტანიძის დაკავებას ეხმაურება

ყოფილი ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის (როსტო) და მსახიობ ლაშა კურტანიძის დაკავებას დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ ტელეწამყვანის წერილს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"მოკლედ,

-დააკავეს თუ არა როსტო და კურტანა?

- კი. ( სამწუხაროდ)

- ჰქონდათ თუ არა ის და იმდენი ნარკოტიკული საშუალებები რასაც მედია წერს?

- არა!!!! ჰეროინი არა, მეტადონი არა, სუბოტექსი არა. ქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები, MDM, ექტაზი. რაც რაღაცეებს შეიცავს კიდევ.... რაც შეეხება რაოდენობას. ბევრია, ვიღაცისთვის ძალიან და ვინც იცის, რომ ფესტივალების დრო დგება არაა ბევრი. ( გამგები გაიგებს) თორემ ვიღაცისთვის სუბოტექსი და ექსტაზია იგივე. კარგი ლაინაფები გგონიათ არყის "მადლით" უხარია ქალაქს?.

- არანაირ რეალიზაციაზე საუბარი არ არის. ბრალშიც კი, მაგრამ მედია რისი მედიაა არ გააბუქოს:) განსკუთრებით მედიის ის ნაწილი, რომელიც ტყუილის გასავრცელებლად შეიქმნა მხოლოდ.
- მათ ბრალად ედებათ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ. !!!

- არის თუ არა ეს ცუდი? - აბა გამოიცანით?

- ძალიან ცუდია. კანონის წინაშე, რომ ყველა ერთია მე ყველაზე კარგად მესმის. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ვიღაცეებისთვის "მაღალჩინოსნის" მეუღლე ვიყავი და ოჯახის წევრი მარიხუანის მოწევისთვისაც კი დამისაჯეს. ძალიან ცუდია ხელშეუხებელი ადამიანი და კარგ ტიპს ყოველთვის ურჩევნია ასეთი არ იყოს. მათ იკითხონ ვისაც ხელს ვერ ან არ კიდებენ. ჩვენთვის კანონი ყოველთვის კანონი იყო.

- წინა ცხოვრება რომ იყოს ანუ, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში და ჩემს ადგილას იყვნენ დაიწყებდნენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, დაკავშირებას, ზღაპრების მოგონებას. იქ სადაც წულუკიანი ოქრიკას ამართლებდა პოლიტიკისთვის ყველაფერი მოსულა, მაგრამ მე სპექტაკლებს ვერ დავდგამ და ტყუილს არ ვიტყვი. რაც იყო გითხარით. ვერაფერს ამის უკან ვერ ვხედავ.

- აბა, როგორ მიყვარს ორივე ეს რაში გადარდებთ. სენტიმენტებიც და სიბრაზეც ჩემია და მე მოვუვლი. ჩემს საუკეთესო ორი მეგობარი, რომლებიც პირველად დააკავეს ცხოვრებაში, ციხისთვის რომ არ მემეტება ესეც არ უნდა გაგიკვირდეთ.

- უბრალოდ, ქვეყანაში სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს იმედს ვიტოვებ, რომ ორი "ქლაბერი" ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა." - წერს ნანუკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge