png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის, როგორ შექმნას ევროპული ქვეყანა

  • პოლიტიკა
  • 08.05.2016
  • 17:57
გიორგი მარგველაშვილი: მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის, როგორ შექმნას ევროპული ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მიერ ორგანიზებული „ევროპული დღეები" გახსნა.

როგორც რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას საქარველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა, რადგან წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
„25 წლის წინ ჩვენ ერთად ვიდექით, რათა საბჭოთა კავშირის მარწუხებისაგან გავთავისუფლებულიყავით და შეგვექმნა ქართული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. გამოვსულიყავით და ამაყად გვეთქვა, რომ ჩვენ ქართველებს, რომლებსაც სამიათასწლიანი ისტორია გაგვაჩნია, ვიწყებთ ახალი ქვეყნის შენებას და ჩვენ ეს ერთად შევძელით!
დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, იმას, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულსა და თანამედროვეს.
დღეს ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით. მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის ხვალ რა უნდა გააკეთოს, ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს გაამთლიანებს, არა ომით, არამედ იმით, რომ განსაკუთრებულ ქვეყანას და თავისუფლებას შექმნის.
ჩვენ ერთად დგომით შევძლებთ ამას, რასაც წელს განსაკუთრებულად დავამტკიცებთ, რადგან თითოეული თქვენგანი მივა არჩევნებზე და ქვეყნის მომავალ ბედს გადაწყვეტს. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ღმერთი ფარავდეს მას!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ერთად რიყეზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები დაათვალიერა, სადაც „ევროპის დღეების" მონაწილეებს ამ ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებული აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას აცნობენ. ევროპული დღეების გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge