png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული დაიწყო

  • საზოგადოება
  • 08.05.2016
  • 16:30
 თბილისში ,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად, რიყის პარკში „ევროპის დღის“ აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა.

„ევროსოფელი“ „ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. გამოფენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოში თავიანთი საქმიანობა და საკუთარი ტრადიციები წარმოაჩინეს. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

დავით ნარმანიას თქმით, „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბურია.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მომავალში ვაპირებთ, კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვირეული  8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ევროკავშირის   ქვეყნებში   ,,ევროპის   დღე“   9   მაისს, ევროკავშირის   ერთ–ერთი დამაარსებლის,   რობერტ   შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად  იმართება. მან  1950   წლის 9 მაისს  ევროპის ქვეყნების   ერთიან   თანამეგობრობაში   გაერთიანების   იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს,  28  წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge