პაკისტანში ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი მოკლეს
- მსოფლიო
- 09.05.2016
- 13:08
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ჰურამ ზააკი მოკლეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ზააკი ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს მოკლეს, როდესაც ის ერთ-ერთ რესტორანთან მივიდა. ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნეს ბოროტმოქმედებმა, რომლებიც იქ მოტოციკლებით მივიდნენ. კიდევ ორი ადამიანი - ჟურნალისტის მეგობარი და ქუჩაში გამვლელი მძიმედ დაიჭრნენ.
ზააკი ინტერნეტგამოცემის Let Us Build Pakistan-ის რედაქტორი იყო. პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტი მათ მოკლეს და ეს იყო „წითელი მეჩეთის“ ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე შურისძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200