png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 09.05.2016
  • 13:50
პრეზიდენტმა გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი - კარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებას სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვამარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ვანკო, ალექსანდრე  კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი.

,,მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და თქვენთან ერთად ვზეიმობ.

მიხარია, რომ ჩვენ შორის არიან ის გმირი ადამიანები, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დღე მილიონობით ადამიანებისათვის.

მაშინ, როდესაც ჩვენი ვეტერანები  ბრძოლის ველზე იბრძოდნენ კაცობრიობის ისტორიის ბედი წყდებოდა.

მაშინ კიხთვის ქვეშ იდგა, გაგრძელდებოდა თუ არა კაცობრიობა, გაგრძელდებოდა თუ არა ცივილიზაცია, თუ ბოროტი გაიმარჯვებდა კეთილზე სამუდამოდ.

ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ვინც აქ ხართ, ვინც სახლში ბრძანდებით, ვინც მთელი მსფოლიოს მასშტაბით დღეს ზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათთქვენი გმირობისათვის.

იმ გმირობისათვის, რომელიც თქვენ სრულიად ახალგაზრდა გოგო- ბიჭებმა ჩაიდინეთ და რითაც შესაძლებელი გახადეთ არამარტო საქართველოში, არამედ  ევროპის ნებიმსმიერ ქვეყანაშიგაგრძლებულიყო სიცოცხლე და გაგრძლებულიყო კაცობრიობის ისტორია.

დღეს, თქვენ მთელი კაცობრიობა გეუბნებათ მადლობას ამ გმირობისათვის.

დღეს, ბუნებრივია ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებსაც, ვინც თქვენთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლე გასწირა. საქართველომ განსაკუთრებული და საგანგებო წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.

დღეს ჩვენ ვართ კახეთში, აქედან ვულოცავთ მთელს საქართველოს ამ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე კიდევ ვინმე გაბედავს და გაილაშქრებს კაცობრიობის წინააღმდეგ, გაილაშქრებსჰუმანიზმის წინაარმდეგ, შეეცდება, რომ ჩვენი მამული დაიპყროს და შერყვნას, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისევე როგორც დიდი სამამულო ომის დროს, ისინი მიიღებენ საკადრისპასუხს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინეიმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩევლები ალექსანდრე ბარბაქაძე, ფიქრია ჩიხრაძე დათენგიზ ფხალაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge