primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.05.2016
  • 11:27
 მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ იან ჰამაჩეკს შეხვდა. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა. 
მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება. 
დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა მიმიდნარე წლის იანვარში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდა. 
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ იან ჰამაჩეკს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
იან ჰამაჩეკი საქართველოს 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 
საგარეო უწყებაში იან ჰამაჩეკის ვიზიტს საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოხატულებად აფასებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge