ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო
- საზოგადოება
- 10.05.2016
- 16:19
ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში რაიონის უბნებში: თემქაზე, სანზონაში, ლოტკინსა და ახალი ნაძალადევის ტერიტორიაზე 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო.
გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ, მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხის ნერგები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე გადანაწილდა და ნერგების მოვლა-პატრონობაში მოსახლეობაც იქნება ჩართული.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ცაცხვის 1200 და კიპაროსის 800 ნერგი დაირგო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200