png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 11:40
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"11 მაისს, 14.00 სთ.–ზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია  II–ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად  საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე   ქართულ უნიკალურ ენდემურ ვაზის ჯიშებს გააშენებს.

ღონისძიებას დაესწრებიან: კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე,  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სხვა ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები. ისინი მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად გააშენებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის.

იმავე დღეს, 11.00 სთ.–ზე, სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,  საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო  ცენტრსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გააშენებენ საკოლექციო ვენახს - ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი 100ზე მეტი დასახელების უნიკალურ ვაზის ჯიშებით.

ღონისძიებას დაესწრებიან: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი, ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო  ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლები.

13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობას ახალციხეში დაემთხვევა მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და მათი გაშენება ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამ ეპარქიის სხვა მონასტრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge