png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა

  • პოლიტიკა
  • 11.05.2016
  • 11:55
გიორგი მარგველაშვილი: ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის კვირეულის ფარგლებში, დღეს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საჯარო ლექცია „რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები" წაიკითხა.
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ საგარეო ურთიერთობებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესით. ასევე, შეკითხვები დაისვა თბილისის არქიტექტურაზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე, ბიზნესის განვითარებაზე. 
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას და ახალგაზრდებს საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. 
„თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, არ გეგონოს, რომ ამით ხმას არავის არ აძლევ. არჩევნები შედგება და რეალურად შენ, რომ ამ პროცესში არ მიიღებ მონაწილეობას. შენ ამ დროს ხმას აძლევ ყველაზე შავბნელ არჩევანს. არჩევანს, რომელიც შენ მიგიჩნევს სამართავად", -განაცხადა პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას.
პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქე შეგნებით, ტრადიციებით იყოს ევროპელი. „შენი კულტურა იყოს ევროპული, შენი მოქალაქეები ამ რეჟიმში ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ, მაგრამ ამავე დროს, შენ გჭირდებოდეს გარკვეული რეფორმების გატარება, იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა გახდეს ევროპული."-აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს წინაშე დადგა ქვეყნის თავისუფლების საკითხი. 
„თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემა, ისეთი როგორიც ბუნებრივად გვახასიათებს. რომელიც ადეკვატური იქნება ჩვენი კულტურის, ჩვენი საზოგადოებრივი ღირებულებების, ან ჩვენი ლიტერატურის", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თვითონ განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ზოგადი ჩარჩოები. „ევროპული პროცესი ჩემთვის საინტერესო და მომხიბვლელია იმიტომაც, რომ ეს ჩვენი ისტორიის გაგრძელებაა. ეს ის წარსულია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 
პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს მოემსახუროს ამ პოზიციას. „საზოგადოებრივი პოზიციის და არგუმენტაციის როლი, ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ამ ნაბიჯს გადადგამს და სერიოზულად შეძლებს, რომ მომავალი პოლიტიკური პროცესი საქართველოში იყოს სწორედ საზოგადოების მიერ შეკვეთილი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge