განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სამართალი
- 11.05.2016
- 14:36
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვისბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ "ტროპიკანკას" მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირაძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგინინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგინინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინოდახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.