png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

  • საზოგადოება
  • 12.05.2016
  • 11:47
თბილისის  მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“  მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“  მხარდაჭერისხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები. 

მემორანდუმს ხელი თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბანკირმა თეა მელიქაძემ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ჭეიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27,000,000 ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს.

გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს, 7,000,000 ევროს ოდენობით,რომელიც გამოყოფილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. (E5P) მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 150 ახალი ავტობუსის შეძენას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას.მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ახალი სამარშრუტო სქემა გვქონდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

პროექტი წარმოადგენს ფართო წამოწყების ნაწილს, რომლის მიზანია თბილისში საჯარო ტრანსპორტის მობილობის გაუმჯობესება და რომელიც გულისხმობს ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციას. თბილისის მერიამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიისმოსაძიებლად, რომელიც დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალსამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონულიგადახდის სისტემას შესთავაზებს. შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ რეგულაციების შესაბამისად.შესყიდვის მიზანია მგზავრზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტისსისტემის განვითარება, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება მობილობის პრობლემას.პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ევრო, საიდანაც 300 ათასს თბილისის მთავრობაბიუჯეტიდან დააფინანსებს, ხოლო 500 ათას ევროს საერთაშორისო ორგანიზაციიდანგრანტის სახით მიიღებს.

თბილისის მერიის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებული პროექტები საფუძველს ჩაუყრის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ძირეულრეფორმას, რის შედეგადაც მოსახლეობა ევროპული სტანდარტების მომსახურებასმიიღებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge