png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"კონფლიქტების გადასაჭრელად არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი" - გიორგი კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.05.2016
  • 17:46
"კონფლიქტების გადასაჭრელად არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი" - გიორგი კვირიკაშვილი

რუსეთთან ურთიერთობის დროს, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიყოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს მომავალში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა აგზავნის შესაბამის გზავნილებს, რათა რუსი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად არ იქნეს აღქმული.

„ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციას, სავაჭრო და ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ღიაობის უზრუნველყოფას. თუმცა, ისევ და ისევ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნების დათმობის ხარჯზე. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღშფოთება გამოთქვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის მოქმედ პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

„გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები; აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება. ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული. მე მასთან მორიგი შეხვედრა ორშაბათს მექნება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს  აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა  განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მთავრობა თანმიმდევრული იქნება.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო, გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად, მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge