17 მაისს საჯარო გამოსვლები არ გაიმართება
- საზოგადოება
- 16.05.2016
- 10:17
ლგბტ ჯგუფები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს საჯარო გამოსვლას აღარ გამართავენ. ამასთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოდ შეკრების გარანტია, რის გამოც მიიღეს შეკრების ჩაშლის გადაწყვეტილება.
17 მაისს ამ ტერიტორიაზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებია დაგეგმილი, ამიტომ ლგბტ ჯგუფები უარს ამბობენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილსა და თარიღზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200