png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქეთევან ბოჭორიშვილი ფრანჩაიზინგის სასწავლო კურსის გახსნას დაესწრება

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 11:04
ქეთევან ბოჭორიშვილი ფრანჩაიზინგის სასწავლო კურსის გახსნას დაესწრება

ქართული კერძო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცნობიერება აიმაღლონ ფრანჩაიზინგთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და  საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში, 16-17 მაისს ორდღიან სასწავლო კურსს უმასპინძლებს.

სასწავლო კურსს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი გახსნის და მიმოიხილავს ფრანჩაიზინგის მნიშვნელობასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მის როლს. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ფრანჩაიზინგის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოსვლისთვის სათანადო საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას.

კურსის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულია დამსწრე აუდიტორიისთვის ფრანჩაიზინგზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება,  უკვე არსებული საერთაშორისო ბრენდების მაგალითების განხილვა და  გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი  დისკუსიის ნაწილში ასევე შესაძლებელი იქნება მოცემული სფეროს  პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება. ამასთანავე, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ქართული ბაზრის პერსპექტივებსა და სამომავლოდ ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

კურსის დასრულების შემდეგ, 18 მაისს,  პროგრამის ექსპერტი შეხვედრას გამართავს იმ 20  კომპანიასთან, რომლებსაც სურთ საქართველოში  ფრანჩაიზის მიმღებნი იყვნენ. დაგეგმილია ექსპერტის მიერ სათანადო პროფესიული რჩევების გაცემა და ბიზნეს გეგმების შეფასება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge