png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 11:05
„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივას „გადაიღე საქართველოში“ გააცნობენ.  

შეხვედრის მთავარ მიზანს აუდიტორიისათვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენს, რადგან საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად  ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი გადამწყვეტია, ასევე  მნიშვნელოვანი ფაქტორია  გამართული  ინფრასტრუქტურა, კონკურენტული ფასები და შესაბამისი მომსახურება.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ავიაკომპანიებს მიმართავენ ინიციატივით,  მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.

შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Lufthansa;  Fly Dubai;  Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების შედეგად ხდება უამრავი საერთაშორისო ფილმის გადაღება და ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც გადასაღები ლოკაციის, ისე ტურიზმის კუთხით. შესაბამისად, მთავრობის ახალი პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელია ტურისტების ნაკადის მატება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge