მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა მოკვდა
- ეს საინტერესოა
- 16.05.2016
- 14:40
ტეხასის შტატში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა მოკვდა. როგორც The Daily Mail-ი წერს, სიამის კატა სახელად სკუტერი 1986 წლის 26 მარტს დაიბადა და მას შემდეგ თავის პატრონთან გეილ ფლოიდთან ერთად ცხოვრობდა. სკუტერმა 30 წელიწადს იცოცხლა.
მან მოხსნა რეკორდი, რომელიც მანამდე ორეგონელ კატას - ველვეტს ეკუთვნოდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში 26 წლის ასაკში შევიდა.
კატის პატრონი ამბობდა, რომ სკუტერის დღეგრძელობის მიზეზი მისი აქტიური ცხოვრება სწორი კვება იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200