primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

„საბას“ ახალი პროექტი - „ქალაქი - ბიბლიოთეკა“

  • საზოგადოება
  • 16.05.2016
  • 14:57
„საბას“ ახალი პროექტი - „ქალაქი - ბიბლიოთეკა“

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანია თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება და თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის ასობით ელექტრონული წიგნის საჩუქრად გადაცემა. ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს - თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე, ბეჭდურთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფად.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები - „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელზეც, ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Reader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.

ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვადასხვა ზომის და, რაც მთავარია, ორიგინალური დიზაინის უნდა იყოს. ამ მიზნით თბილისის მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს დიზაინერებისათვის, რომლებმაც უნდა შექმნან ქუჩებსა და პარკებში დასადგმელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინები.

კონკურსი 1 ივნისს დასრულდება და გამოვლინდება საუკეთესო დიზაინერული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნება თბილისის 300-მდე წერტილში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკები.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ დეკემბერში დასრულდება. ეს იქნება თბილისის ლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

„ქალაქი - ბიბლიოთეკის“  პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რომლის მხარდაჭერით პროექტს ხმოვანი წიგნები შეემატება და, ელექტრონულთან ერთად, თბილისის მაცხოვრებელები და სტუმრები ხმოვანი წიგნებითაც დასაჩუქრდებიან.

„ქალაქი - ბიბლიოთეკის“ მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge