აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან
- მსოფლიო
- 16.05.2016
- 14:35
დღეს ვენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ შეხვედრას პირველად გამართავს. ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართება. მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ელჩები.
შეხვედრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება იქნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200