png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქეთევან ბოჭორიშვილმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს პროგრამა "გადაიღე საქართველოში" გააცნო

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 17:47
 ქეთევან ბოჭორიშვილმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს პროგრამა "გადაიღე საქართველოში" გააცნო

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინიცირება იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილმა და  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვარაცხელიამ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივა „გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გააცნეს. ასევე, მათთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად  ავიაკომპანიების ჩართულობაზე და მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.  

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით ავიაკომპანიების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრაზე მხარეები  ერთი ფანჯრის პრინციპით თანამშრომლობაზე და კინოგადაღებებისთვის საქართველოში ჩამოსული გადამღები ჯგუფებისთვის ავიაბილეთებსა და მომსახურებაზე კონკრეტული პირობების შეთავაზებებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ

 „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლემში წლის ბოლომდე 5 ფილმის გადაღება იგეგმება, რომელთა გადასაღებ მოედნად საქართველოს სხვადასხვა კუთხეა შერჩეული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ  სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ შორის: Lufthansa;  Fly Dubai;  Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით აქცენტი კეთდება ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე. 

პროგრამის  მიზანია საქართველო იქცეს აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად, შესაბამისად ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge