png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზია გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 18:10
თბილისში ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზია გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზის ,,8000 მოსავალი“ გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.

ოთარ დანელიამ   დამფუძნებლებს  მაღაზიის  გახსნა მიულოცა და  აღნიშნა, რომ  მსგავსი ტიპის ობიექტების გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის  პოპულარიზაციას.

როგორც მაღაზიის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მთავარ სეგმენტად  შეირჩა ადგილობრივი მოსახლეობა,  რომელიც ხარისხიან და ჯანსაღ ღვინოს აფასებს.  ახალი სავაჭრო ობიექტი  გამორჩეულია იმითაც, რომ მაღაზიაში  გამოყოფილია ბარის ნაწილი, სადაც   მომხმარებელს საშუალება აქვს  სასურველი ღვინო დააგემოვნოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლიანი  უწყვეტი ისტორია აქვს. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს ,,8000 მოსავლის ქვეყანას“ (country of 8000 vintages) უწოდებენ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბიზნესის განვითარების სტრატეგია ქართული ღვინის მაღაზიების ქსელის გახსნას გულისხმობს.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის ბაზარი, ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მიმზიდველია სხავდასხვა სახის პროდუქციის,   მათ შორის, ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია. ამ ფონზე  მაღაზია  ,,800 მოსავლის“ დამფუძნებლები  ჩინეთის ბაზარზე რეგისტრაციას უკვე ახორციელებენ. უახლოეს მომავალში  ქართული საცალო ვაჭრობის ბრენდის მაღაზიები  აზიის სხვადასხვა ქვეყნაში გაიხსნება. ბრენდის წარმატება საერთაშორისო ბაზრებზე  ქართული ღვინის    ცნობადობის ამაღლებას და  გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

მაღაზიის ,,800 მოსავალი“ გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული საგენტოს, პარტნიორი კომპანიის - ,,სინერჯის ჯგუფის“,  ღვინის მწარმოებელი კომპანიების, ქართული ღვინის და სომელიეთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge