png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

“ქოლგას“ ფარგლებში ფოტოგამოფენა - „კალეიდოსკოპი 2“ გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 16.05.2016
  • 18:54
“ქოლგას“ ფარგლებში ფოტოგამოფენა - „კალეიდოსკოპი 2“ გაიხსნა

კოსტავას გამზირზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა ფოტოგამოფენას, „კალეიდოსკოპი 2“ მასპინძლობს, რომელიც ფოტოკონკურსის „ქოლგას“ ფარგლებში იმართება.

ექსპოზიციაზე ფოტოგრაფიით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდების ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი. მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ფოტოგრაფია  არა ყოველდღიური საქმიანობა, არამედ რუტინისგან თავის დაღწევისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.

„კალეიდოსკოპის“ კონცეფცია შემდეგ პრინციპებს ემყარება: თანამოაზრეების შემოერთება, მიტოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი შენობების რამდენიმე დღით საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა და  მათი სხვა პერსპექტივით წარმოჩენა.

წელს „კალეიდოსკოპი 2“-ის მონაწილე ფოტოგრაფებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა საკუთარი ძალისხმევით გარდაქმნეს საგამოფენო სივრცედ და ის დამთვალიერებელს სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოუდგინეს.

„კალეიდოსკოპი 2“ ერთი წლის წინ დაწყებული ამავე სახელწოდების პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პირველად 2015 წლის 15 ნოემბერს გამოიფინა. კალეიდოსკოპური ფოტოებითა და საკუთარი ძალისხმევით  9 ფოტოგრაფმა რამდენიმე დღით თბილისის ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის გაცოცხლება შეძლო. 

ექსპოზიცია დამთვალიერებელს 17 მაისამდე ელოდება.

თიბისი ბანკის ტრადიციას წელსაც აგრძელებს და  უკვე მეთორმეტედ  „ქოლგას“  გენერალური პარტნიორია.  თიბისი გალერეა, არტ-გალერეა და ტელეკომპანია „არტარეა“ კი ფოტოკონკურსის მხარდამჭერები არიან. წლევანდელი ფოტოკვირეულის ფარგლებში  თიბისის გალერეების და „არტარეას“ საგამოფენო სივრცეები ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს ეთმობათ.

წელს ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და  მასში მონაწილეობას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი იღებს. „ქოლგას“ ფარგლებში 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა გაიმართება.

თიბისი ბანკმა წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეულები. ბანკმა მობილური ტელეფონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების ორი ავტორი (ნომინაცია „მობილური ფოტო“) Iphone 6-ებით დააჯილდოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge