png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება

  • ეკონომიკა
  • 17.05.2016
  • 11:56
 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეხვედრაზე ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ლიუ ჯუნშენთან, რომელიც 11 მაისს პეკინში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დავით აფციაური და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე. ლიუ ჯუნშენის განცხადებით, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ. რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებს - „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „ქინძმარაული“, მათი რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს კონსულტაციები გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების და ჭაჭის უკანონო გამოყენების აკრძალვას, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში წარმოებული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტს . შეხვედრა საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge