png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს დღევანდელ დღეს ულოცავს

  • ეკონომიკა
  • 17.05.2016
  • 12:39
 დიმიტრი ქუმსიშვილი კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს დღევანდელ დღეს ულოცავს
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს დღევანდელ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
"ძვირფასო კოლეგებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, 17 მაისს – საქართველოს
კავშირგაბმულობის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას,
დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-
ტექნიკურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე, თქვენმა
მაღალპროფესიულმა შრომამ კი ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად
განვითარებად დარგად აქცია.
მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები, საინფორმაციო
ტექნოლოგიები და საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში. ეს ყველაფერი
დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და
ეკონომიკურ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ღრმა ინტეგრირებაზე.
სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვანი სფეროს მდგრადი,
ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და თქვენთან
ერთად არაერთი ფართომასშტაბიანი რეფორმა, მათ შორის მიწისზედა ციფრულ საეთერო
მაუწყებლობაზე გადასვლა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში განახორციელა. ამასთან,
დაიწყო საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო
პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. პროგრამის მთავარ მიზანს
წარმოადგენს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ფართოზოლოვან
მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა,
მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
დარწმუნებულივარ, რომ კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლები კვლავაც
ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ ელექტრონული კომუნიკაციების,
საინფორმაციო ტექნოლოგიების და საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით
განვითარებას და სრულყოფას. ამით ჩვენ საკუთარ, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ
ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების
მშენებლობაში", - ნათქვამია მისალოც წერილში.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge