primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა

  • ეკონომიკა
  • 17.05.2016
  • 13:37
საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” 17 მაისს, კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა.
ახალი სისტემის მართვა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრიდან განხორციელდება. რადიოსადგური კახეთის რეგიონში (ალაზნის ველის ტერიტორია) დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივ კავშირს დაამყარებს. საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. G კლასი მცირე ავიაციისთვის არის განკუთვნილი.
საქაერონავიგაცია სრულად აკონტროლებს ნებისმიერ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო ხომალდებს. გამონაკლისი იყო მხოლოდ დაბალი სიმაღლე კახეთის რეგიონში, სადაც რადიოტალღები პირდაპირი ხედვის არეში ვრცელდება. ცივ გომბორის მთიანი მასივი თბილისსა და კახეთს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებაში ბარიერს ქმნიდა და ამ ზონაში მფრენ მცირე ზომის ხომალდებთან დასაკავშირებლად 10-15 წუთი იყო საჭირო. ამგვარი კავშირის არსებობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თავდაცვის სამინისტროს სსტც „დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი აამოქმედა. “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი რადიოსადგური G კლასში მფრენ საჰაერო ხომალდებს დამატებით კომფორტს შეუქმნის, ასევე დაინტერესებულ სტრუქტურებს ხომალდების შესახებ ზუსტ ინფორმაციას უფრო მოკლე დროში მიაწვდის. საჰაერო მოძრაობის მართვა რადიოკავშირის გარეშე წარმოუდგენელია. ავიამეთვალყურეები საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს სწორედ რადიოკავშირის საშუალებით ეკონტაქტებიან. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს სისტემის სრულყოფასა და საიმედოობაზე, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შედეგადაც საქაერონავიგაციას გააჩნია მოქნილი, მრავალფუნქციური, საიმედო, ეკონომიური, სტაციონარული და პორტატული რადიოსადგურები.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge