primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

დავით ნარმანია: ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია

  • პოლიტიკა
  • 17.05.2016
  • 14:36
დავით ნარმანია: ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია

დავით ნარმანია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემია-დანამატებზე საუბარს „უხერხულს“ უწოდებს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  პრემიებისა და დანამატების სახითკოლოსალური თანხებიგაიცემოდა.

„სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიამ დღესვე კონკრეტული ციფრები დაასახელა, თუ რა რაოდენობის  თანხები გაიცემოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მისი თქმით 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი, 2013 წელს -  17 110,5 ათასი, 2014 წელს 15 833,8 ათასი ლარი. 2015 წელს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში,პრემიის სახით გაცემული თანხები განახევრდა.

„ამიტომ, უხერხულია თქვენი მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი. მაშინ, როდესაც თქვენ აპიარებდით საქმეებს, რომლებიც რეალურად არ გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდით თბილისელებისთვის განკუთვნილ  თანხებს, მაგალითისთვის,  ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9 წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს?  თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა?  - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. ჩვენ, ფაქტობრივად, მინიმუმზე დავიყვანეთ დედაქალაქის ბიუჯეტში საპრემიო ფონდი და მინიმუმამდე შევამცირეთ დანამატები. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ“,-განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, 2012 წლის 23 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირაში, ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა - კერძოდ, თბილისის მერიის ოთხ შპს-ში - "ჰერმესში", "სინათლის ქალაქში", "თბილსერვის ჯგუფსა" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" - ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მხარდამჭერები დასაქმდნენ.

„59 ადამიანს თბილისელები თვეში ხელფასის სახით არაფრისთვის უხდიდნენ 2500 ლარს. მე ამ პირების, სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ და გაჩვენოთ დოკუმენტები. არცერთი მათგანი სამსახურში არ დადიოდა, ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ კი ჯამურად 1 549 270 ლარი შეადგინა. აი, სად მიდიოდა თბილისელებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აი, სად მიდიოდა თანხები, რომელიც ქალაქს უნდა მოხმარებოდა - დედაქალაქის ბიუჯეტი იხარჯებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ოჯახის წევრების, მათი ახლობლების კეთილდღეობისთვის“,-აღნიშნა ნარმანიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge