png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი ლგბტ აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 17.05.2016
  • 16:21
სახალხო დამცველი ლგბტ აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლგბტ აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან, სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით.

ლგბტ აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა, ასევე მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა პოლიციის ავტომანქანებით. დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ მათ შორის სახალხო დამცველის რწმუნებულებს. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა (ასკ 150–ე მუხლი). თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება აღნიშულ ქმედებებზე მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. გაუგებარია, რატომ იყვნენ დაკავებისას პოლიციელები ფორმის გარეშე და შს სამინისტროს კონკრეტულად რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოდგენდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში გააკეთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს მაიდენტიფიცირებული ნიშნების, დოკუმენტებისა და სათანადო განმარტების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოვალეობის დარღვევის საკითხი და მას უნდა მოყვეს მკაცრი რეაგირება. განხორციელებული რეაგირების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge