png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩინეთში ქალაქ იუში ქართული ღვინის ცენტრები შეიქმნება

  • ეკონომიკა
  • 18.05.2016
  • 11:27
 ჩინეთში ქალაქ იუში ქართული ღვინის ცენტრები შეიქმნება

ჩინეთში ქალაქ იუში ქართული ღვინის ცენტრები შეიქმნება. იუნში გაიხსნება ასევე ქართული ღვინის სახლებიც. შესაბამისი შეტანხმება უკვე მიღწეულია.

16 მაისს, ქალაქ იუში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ხელმომწერი მხარეები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ქ. იუს ადმინისტრაციულ კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ქ. იუში ქართული ღვინის ცენტრების განვითარებას და ქართული ღვინოსთვის საბაჟო საწყობის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს.
ნინო ჩიქოვანმა საზეიმოდ მონაწილეობა მიიღო მე-4 ქართული ღვინის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. პირველი ქართული ღვინის სახლი აღმოსავლეთ ჩინეთის ჭეძიანგის რეგიონის ლოჯისტიკურ ჰაბში, ქ.იუში გახსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლმა, ბ-ნი სიაოძიუნმა. ამასთან, 17 მაისს ბ-მა სიუძიანმა გახსნა რიგით მეოთხე ღვინის სახლი, რეგიონში, რომლის მოსახლეობაც 55 მილიონია.

ასევე იგეგმება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ 12 ქართული ღვინის სახლის გახსნის შესახებ. ქართული ღვინის სახლი უკვე გადაიქცა ჩინელი და სხვა ეროვნების ბიზნესმენების თავშეყრის ადგილად. ნებისმიერ სტუმარს საშუალება ეძლევა ეზიაროს არა მხოლოდ ქართული ღვინის კულტურას, არამედ გაეცნოს ქვეყნის ადათ-წესებსა და ტრადიციებს, ფოლკლორს და კულტურულ მემკვიდრეობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge