png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 18.05.2016
  • 12:10
ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. სიმბოლური კაფსულა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჩადო. პროექტ „ახალი ტალღის“ დეტალები მინისტრს შპს „სახლი ხეივანში“ დირექტორმა რამაზ მსახურაძემ გააცნო.

ხელშეკრულების თანახმად კომპანია 1000 კვ/მეტრ ტერიტორიაზე 105 ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს,  კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს ("ლაუნჯი", ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს(კინოთეატრი) განათავსებს.

აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდება; შენობა 30 სართულიანი იქნება.

მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული და მათი რაოდენობა მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება.

სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მალე აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ორი პროექტის განხორციელება დაიწყება. საუაბრია ჯამში 300 ნორმიან სასტუმროზე. ორივე პროექტით რეგიონში არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც ცნობილია, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო,რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.

გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge